პაატა ბურჭულაძე 5000 ლარით დააჯარიმეს

პაატა ბურჭულაძე პოლიციამ 5000 ლარით დააჯარიმა ამის შესახებ ვიდეოს ის საკუთარ facebook გვერდზე აქვეყნებს. როგორც ვიდეოდან ირკვევა მას 2 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვას ედავებიან. რის გამოც დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება, კერძოდ: ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე რაც გულისხმობს ჯარიმას 5000 ლარის ოდენობით.
პაატა ბურჭულაძემ ჯარიმის ოქმს ხელი არ მოაწერა.
კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე