ჭოლარიების ოჯახს “საჩუქრად გადაცემული” სახლის საფასურიდან თანხის ნაწილი - 10.000 აშშ დოლარი გადაახდევინეს

 ჭოლარიების ოჯახს “საჩუქრად გადაცემული” სახლის საფასურიდან თანხის ნაწილი - 10.000 აშშ დოლარი გადაახდევინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ჟურნალისტი - ლაშა ბერულავა წერს

No photo description available.

 

"საბერიოში ხანძრის დროს დაღუპული ანა-მარია, ემილია, ნია, ელენე და სოფია ჭოლარიების მშობლები საქართველოს ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, დააყაჩაღა!

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში შეძენილი ამ კერძო სახლის ფასი 45.000 აშშ დოლარია. ჩემს მიერ მოპოვებული უტყუარი ინფორმაციით, ამ 45.000 დოლარიდან ჭოლარიების ოჯახს 10.000 აშშ დოლარი გადაახდევინეს.

ოჯახმა ეს ფული მოაკლო 6 გარდაცვლილი შვილის (ერთი ბავშვი ადრე დაეღუპათ) სასაფლაოს კეთილმოწყობისთვის შეგროვილ თანხას.

ოჯახის თანადაფინანსებით სახლის ყიდვა გაფორმდა "ჩუქებად", "გადაცემად", აფხაზეთის ავტ. რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მგალობლიშვილი პირადად ჩავიდა კოკში, ხოლო გაუბედურებული დედ-მამა, რომლებსაც სთხოვეს, არაფერი ეთქვათ თანადაფინანსებაზე, იძულებული გახადეს, მისთვის ხელი ჩამოერთმიათ და მადლობა გადაეხადათ.

თავად მგალობლიშვილმა კი მადლობა, არც მეტი, არც ნაკლები, პრემიერ-მინიტრ კობახიძეს და ადგილობრივ ხელისუფლებას გადაუხადა!

ბავშვების სასაფლაოს კეთილმოწყობა დაწყებულია, მაგრამ მისი ბოლომდე მიყვანა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. საფლავების მოწყობა (ზუგდიდიდან მარმარილოს ქვების გადაზიდვა, მომუშავე ჯგუფის ჰონორარი და სხვ.) უამრავ ხარჯთანაა დაკავშირებული, რაც კიდევ უფრო გაიზარდა ხელისუფლების გულისამრევი მოქმედების შედეგად.

ყურადღება! კიდევ ერთხელ, ჩემივე ინიციატივით ვაორგანიზებ თანხის შეგროვების პროცესს ამ ოჯახისთვის (და ამ პოსტს არ ავიღებ, ვისაც არ უნდა დაარეკინოთ),May be an image of one or more people, slow loris and text

მოქალაქეები შევეცდებით ამ ოჯახს თქვენს მიერ აღლეტილი თანხის ნაწილი მაინც დავუბრუნოთ (მით უმეტეს, ამის გამოცდილება უკვე მაქვს), რომლითაც შეძლებენ ხუთი დაღუპული ბავშვის სასაფლაო მოაწყონ..."

ჟურნალისტი მის მერ გამოქვეყნებულ პოსტს კომენტარებში ურთავს ე.წ. "სქრინს" სადაც ასევე კომენტარებში მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება ჭოლარიების ახლობელი და ჟურნალისტს, მის მიერ გავრცელებული ამბის ნამდვილობას უდასტურებს. 

 

22 აპრილს, ჭოლარიების ოჯახისთვის სახლის "საჩუქრად" გადაცემის შესახებ იფორმაცია "სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე"-ს გვერდმა გამოაქვეყნა, თუმცა გავრცელებულ განცხადებაში არ იყო ნათქვამი, რომ ოჯახმა თანხის ნაწილი - 10 000 დოლარი თავად გადაიხადა. 

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA