ექსკლუზივი: ბაზარზე ახალი პარფიუმი “ნიკოლას N2 ” გამოდის

რუბრიკის "რაც აქამდე არ თქმულა" სტუმარია: ნიკოლოზ ქანთარია - ქართველი დიზაინერი,  ,,BRAND Nickola's"-ის დამფუძნებელი, რომელიც ფლობს  პარფიუმის საკუთარ ხაზს:  Nickola's (UNISEX) სუნამოსა და ტუჩის დამცავ ბალმს ''NICKOLA'S X ANGEL".


რუბრიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, ინტერვიუდან შეიტყობთ ექსკლუზიურ ინფორმაციას.

 

May be an image of text

 

 

- მოგესალმებით, ბატონო ნიკოლოზ, მოკლედ მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ, როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები?

- ძალიან რთული. როცა არავინ არ გიცნობს ძალიან რთულია ხოლმე რაღაცის დაწყება და განვითარება. მაგრამ პირველივე წელს, "BRAND Nickola's” დაარსდა, ჩემი ჩაცმის სტილით, მოდის კვირეულებზე გამოჩენით და ჩემი ვიზუალით ვცდილობდი დამემკვიდრებინა საკუთარი თავი ამ სფეროში. შემდეგ უკვე გაკეთდა ბრენდი, დავიწყეთ პატარა პროექტი. დღეს უკვე 13 წლის არის ბრენდი"BRAND Nickola's” და საკმაოდ ჯანსაღად ოპერირებს ბაზარზე.

-იყო თუ არა სირთულეები წარმატებისკენ მიმავალ გზაზე? 

- ძალიან ბევრი სირთულე იყო. იყო ბევრი კარგი, მაგრამ იყო ბევრი უარყოფაც. ისეთი უნდა ყოფილიყავი რაც ყველასგან განსხვავებულს გამოგაჩენდა. ამ გზაზე ბევრი ეკალიც იყო, მაგრამ მე რისი ნიკოლასი ვარ, რომ ეს ეკლები არ დამემსხვრია და არ დამემტვრია - გავიჭერი წინ და წინ. ყველა ადამიანს აქვს მომენტი, როცა შეიძლება რაღაცა ისე წავიდეს, რომ ფარ-ხმალი დაყარო, მაგრამ ყოველთვის ჩემი კონტენტებით და მე როგორც ადამიანი, ყველას ვეუბნები, რომ ყველაფერი გამოგივა, თუ შენი მიზნისკენ მიმავალი გზა არის გამბედაობით სავსე და გაქვს შინაგანი რწმენა, რომ ყველაფერი გამოგივა და აუცილებლად მიაღწევ წარმატებას ნებისმიერ საკითხში.

-როგორც გარედან ჩანს, ისე მარტივადაა ყველაფერი, თუ ბრძოლაა საჭირო ამ სფეროში თავის დასამკვიდრებლად?

-ვერ დაგეთანხმებით. გარედანაც ძალიან რთულად ჩანს, თუ ადამიანს ოდნავ მაინც ესმის ხელოვნება, ხედავს დიზაინერის აღმოჩენებს, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს და რაღაცა მიზანს აღწევს. ჩემი გზა რეალურად ცნობილი იყო საქართველოს მოსახლეობისთვის და არა მარტო... 13 წლის ნიკოლასი მთელი ამ დროის განმავლობაში იყო ხალხისთვის აბსოლუტურად გამჭვირვალე, ყველა დეტალს ხედავდა, როგორ იზრდებოდა ეს ბრენდი და როგორ მოვიდა დღემდე. ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი. შესაბამისად, ვერ ვიტყოდი, რომ გარედან ყველაფერი ვარდისფერ და თეთრ ფერებში ჩანს, შეიძლება ვიღაცა ასეც ხედავდეს, მაგრამ მოაზროვნე ადამიანი ხედავს ძალიან დიდი შრომა და წლებია საჭირო იმისათვის, რომ ჩამოყალიბდე და შედგე ისე, როგორც დიზაინერი და დაიმკვიდრო თავი ამ პატარა ქვეყანაში, თუმცა “BRAND Nickola's” ამ ქვეყნის ფარგლებს გასცდა.

-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? რა არის ის, “რაც აქამდე არ თქმულა

- სამომავლო გეგმები არის მთავარი, შემიძლია ექსკლუზივი მოგცეთ და გითხრათ ის, რაც ჯერ არავისთვის მითქვამს, ჩემი მეორე პარფიუმი გამოდის სახელწოდებით “Nickola's N2” და ბაზარზე ჩაეშვება ერთ თვეში, რომელსაც უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს და ჩათებში ინტერესდებიან თუ როდის გამოვა.

პირველმა სუნამომ სრული აჟიოტაჟი გამოიწვია. ლიმიტირებული კოლექცია იყო და მხოლოდ 500 ერთეული გაიყიდა. როგორც ყოველთვის “BRAND Nickola's-ში” არ ვაპირებ, რომ ეს სუნამო იყოს ულიმიტოდ, ამიტომ ესეც ლიმიტირებულია და გარკვეული რაოდენობით ჩაეშვება წარმოებაში - დიდი “რაღაცა” ელოდება ბრენდს და გულშემატკივრებს.

ასევე, ერთ კვირაში ჩაეშვება წვერის მოვლის საშუალებების ხაზი, რომელიც მოიცავს წვერის მოვლის სრულ პაკეტს.

წარმატებებს გისურვებთ!

 

 

ავტორი: მარიკა ბიგვავა

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA