სამოქალაქო აქტივისტმა, სანდრო ქინქლაძემ ქვეყანა მეუღლესთან ერთად დატოვა

ცოტა გრძლად თუ ცოტა მოკლედ ჯერ არ ვიცი როგორ გამომივა ამ ყველაფრის მოყოლა მაგრამ დავიწყებ დავტოვე ქვეყანა ჩემი და ჩემი მეუღლის უსაფრთხოების გამო სამოქალაქო აქტივისტი ვარ 2017 წლიდან რაც ბავშვთა სამყარო დაიწვა და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და მეორედ როცა 2023 წლის 7 მარტს რუსული კანონის წინაღმდეგ დავდექი რუსთაველის გამზირზე 17 წლის ასაკში გავანალიზე რომ რუსეთისკენ იმაზე ჩქარა მივექანებით ვიდრე ამას წარმოვიდგენდი იმ დღის მერე არ გავჩერებულვარ არ დამისვენია ყოველ დღე ჩემს მაქსიმუმს ვდებდი ცვლილებებისთვის სიცივეში სიცხეში რუსთაველის გამზირზე ვიდექი ღამე ქუჩაშიშეიძლება იყოს 2 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება ვხატავდი საპროტესტო წარწერებს სოციალურ ქსელებში ვეძებდი და ვავრცელებდი ინფორმაციებს ვიბრძოდი რეჟიმის ყველა უსამართლო გადაწყვეტილების თუ ქმედების წინაღმდეგ გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი და მათან ერთად ყიველდღიურად ვცდილობდი ცვლილებების დაწყებას ამ ქვეყანაში შემდეგ გავიცანი ჩემი აწ უკვე მეუღლე ელენე ხუბულავა და მასთან ერთად გავაგრძელე ეს ბრძოლა მოგვიანებით მისი სახლიდან გამიტაცეს დამატყვევეს ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად გამისწორდნენ მომისაჯეს პატიმრობა გამივედი და გამოვიყოლე არაერთი ფსიქოლოგიური პრობლემა და ტრამვა თუმცა არ გავჩერებულვარ დღე რესტორანში ვმუშაობდი ღამე კი რუსთაველზე ვიდექი ამ ყველაფრის მერე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ჯოჯოხეთი ჯერ უიმედობამ შემიპყრო მერე ხელისუფლებამ დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის თვალთვალი ჯერ ელენეს დაყვებოდნენ ყველაგნ სადაცკი წავიდოდა მერე დედამისის თვალთვალიც დაიწყეს და საბოლოდ დედაჩემის ფოტო გამიმიგზავნეს თუ როგორ მიდის სამსახურში შემდეგ მე დამხვდა ორი ჩაბურული შკოდა და იარაღის დამიზნებით გამაცილეს უბნიდან კიდევ ბევრი რამ თუმცა მოკლედ რომ ვთქვა დიდი ზეწოლა და სტრესი გამომატარეს პატიმრობის მერე საბოლოდ გადავწყვიტე რომ დავტოვო ქვეყანა და ჩემს მეუღლესთან ერთად აქ მაინც შევძლო მშვიდ და სამართლიან გარემოში ცხოვრება სადაც არ მექნება იმის შიში რომ სადმე მომკლავენ ან დამიჭერენ იმედი მაქვს მალე დასრულდება ეს ჯოჯოხეთი თუმცა ამჯერად ამ ბრძოლაში მე ვეღარ ვიქნები ჩემი მეგობრების ახლობლების გვერდით და ვერ დავტკბები სცენით სადაც ყველა ერთმანეთს ეხუტება და ამდენი წიკაის და გაზიზს ცრემლების მერე სიხარულის ცრემლებს ვერ ვნახავ ვერ ვნახავ დედაჩემს რომელიც მეტყვის აწი მაინც ხო დაეტევი სახლში და მეისვენებ ბოდიში რომ ამ ბრძოლაში დაგტოვეთ იმედია გამიგებთ.

წერს სანდრო ქინქლაძე სოციალურ ქსელში. 

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA