ნიკოლოზ წულუკიძემ ტელეკომპანია იმედი დატოვა

თეატრმცოდნემ და ტელეწამყვანმა, ნიკოლოზ წულუკიძემ სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა.
ინფორმაციას ამისს შესახებ ექსკლუზიურად CNews ავრცელებს:
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, წულუკიძემ „იმედი“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე დატოვა, თუმცა არხის ხელმძღვანელობამ ამბავი არ გაასაჯაროვა და ეთერში ჩაწერილი გადაცემები გადიოდა, სადაც წულუკიძე კვლავ წამყვანის ამპლუაში იყო.
ცნობისთვის, „არხის“ დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ-ჯერობით არც თავად წულუკიძეს გაუკეთებია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მან ღიად გამოხატა მხარდაჭერა, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მიმართ, რომელიც სინდისის პატიმარია. - ვკითხულობთ CNews მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე