მტკვარში გადავარდნილი მანქანა მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს - არის მსხვერპლი

მტკვარში გადავარდნილი მანქანა მაშველებმა წყლიდან უკვე ამოიყვანეს. ჯერაც უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მანქანაში. ადგილზე შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას მათ შორის ექსპერტ-კრიმინალისტები. 

რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, სალომე ჩადუნელის პირდაპირი ეთერიდან ვიგებთ, რომ ამ წუთებში მანქანას გაზისგან ცლიან, ვინაიდან საგამოძიებო სამუშაოების გაგრძელება უსაფრთხო იყოს. მისივე თქმით, დადასტურებით შეიძლება თქმა, რომ ერთი ადამიანი, (მძღოლი) დაიღუპა. მისი ცხედარი მანქანიდან უკვე ამოიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თბილისში, დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან მდინარე მტკვარში გადავარდა. მომხდარზე გრძელდება სსკ-ის 276 მუხლით მიმდინარეობს.

 

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA