2024 წლის IV კვარტალში კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან ტელევიზიებმა 21.4 მილიონი ლარი მიიღეს

ComCom-მა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის საფუძველზე, „ტელეიმედის“, „რუსთავი 2“-ის, „მთავარი არხის“, „პოსტვ“-ის, „ტვ პირველის“ და „ფორმულას“ დამფინანსებლების ათეული გამოაქვეყნა, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებლებს რეკლამაში ყველაზე მეტი გადაუხადეს.

 კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის IV კვარტალში კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან ტელევიზიებმა 21.4 მილიონი ლარი მიიღეს, საიდან თითქმის მესამედი (7.9 მლნ) „იმედს“ ეკუთვნის. მეორე და მესამე პოზიცია კი „რუსთავი 2-მა“ (3.5 მლნ) და „მთავარმა არხმა“ (2.1 მლნ) დაიკავეს.

 კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 1.9 მლნ ლარი „პოსტვს“, ხოლო „TV პირველსა“ და „ფორმულას“ 1.5 მლნ და 1 მლნ ერგოთ.

 

სტატიას "მედიაჩეკერი" აქვეყნებს.

დეტალურად: 

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA