აქტივისტ სანდრო ქორიძეს ავტომობილი დაუზიანეს

აქტივისტ სანდრო ქორიძეს ავტომობილი დაუზიანეს. როგორც ცნობილია, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ჩამსხვრეულია მანქანის მინები. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, თავად ქორიძემ აღმოაჩინა სავარაუდო დანაშაულის იარაღი. 

"ქოცური მშვიდობა.

მანქანა დამხვდა გატეხილი დილით. მეხუთე ფოტოზე ჩანს საგანი, რომლითაც სავარაუდოდ გატეხეს. 

დაახლოებით ერთი თვის წინ მანქანასთან იყვნენ მოსული ორი შავებში ჩაცმული ტიპი, თუმცა მივუსწარით და ვერ მოასწრეს ვერაფრის გაკეთება. ახლა ისევ მოვიდნენ და გამოუვიდათ. პოლიცია გამოვიძახეთ და უმოქმედოა, რა თქმა უნდა. ეს არის ერთადერთი ქონება, რომელიც ჩემს სახელზე ფიქსირდება და სხვა ვერაფერი მოიფიქრეს ალბათ…

კორპუსის ეზოში არ არის კამერები, არც მანქანაში მაქვს კამერა და დაზღვეულიც არ არის.” - წერს ქორიძე ფეისბუქზე

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA