მანჰეინში მანქანა ხალხში შევარდა

გერმანიაში ქალაქ მანჰეინში შავი ჯიპი დიდი სიჩქარით ქალაქში მოწყობილ საკარნავალო ბაზრობაზე შევარდა. ამის შესახებ გამოცემა "ბილდი" წერს.  

როგორც ცნობილია დაღუპულია ორი, დაშავებული კი 25 ადამიანია. როგორც ირკვევა დაკავებული არის 40 წლის გერმანელი მამაკაცი.

გერმანიაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო პერიოდის განმავლობაში, როდესაც ავტომობილი ხალხში შევარდა. წინა შემთხვევის დროს დაიღუპა 6 ხოლო დაშავა 200-მდე ადამიანი.

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA