ერთი ადამიანის საპროტესტო აქციის 96-ე დღე მარტვილში

"მარტვილის გუშაგს, მზისა გაბეშიას ჩავაკითხეთ ზუგდიდიდან. 
დედის დღე მივულოცეთ და ადგილობრივებს გავაგებინეთ, რომ მარტო არ არის!
"

წერს მარიამ სიჭინავა სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ მარტვილელი ქალბატონი, მზისა გაბეშია უკვე 96-ე დღეა მარტვილის ცენტრში საქართველოსა და ევროკავშირის დროშით გამოდის, თან აქვს საპროტესტო ბანერები და აპროტესტებს "ქართული ოცნების" ე.წ. "ხელისუფლების" მიერ მიტაცებულ არჩევნებს. მის მთავარ მოთხოვნად ასევე რჩება რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება. მზისა გაბეშია არაერთხელ იყო მიწვეული სატელევიო ეთრებში, სადაც მან განაცხადა, რომ არ აპირებს საპროტესტო აქციის შეწყვეტას მანამ, სანამ მისი და აქციის ყველა მონაწილის მთავარი მოთხოვნები არ შესრულდება. მოთხოვნათა ჩამონათვალში ასევე არის - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

 

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA