"თავისუფლება მზია ამაღლობელს“ – 4 მარტს ბათუმის სასამართლოსთან აქცია გაიმართება

4 მარტს, 13:00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გაიმართება მოთხოვნით – „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.

„მზია ამაღლობელის საქმეზე“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, დღის 2 საათზე დაიწყება.

აქციის მონაწილეები სასამართლოსთან დღის პირველი საათიდან შეიკრიბებიან.

წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და ასევე, აღნიშნული საქმე არსებითად უნდა განიხილოს თუ არა სასამართლომ.

 სხდომაზე მოსამართლე ასევე განიხილავს მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. იგი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

წყარო: "ბათუმელები"

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA