სალომე ზურაბიშვილი დღეს დაგეგმილ დედების მსვლელობას შეუერთდება

სალომე ზურაბიშვილი დღეს დაგეგმილ დედების მსვლელობას შეუერთდება, რომელიც 20:00-ზე ფილარმონიიდან იწყება.
"დედებო გილოცავთ დედის დღეს, გილოცავთ თქვენ ვისი შვილები უსამართლოდ პატიმრობაში იმყოფებიან და თქვენთან ვიქნები დღეს ფილარმონიასთან!
დედებს ვერავინ, ვერასოდეს ვერ გვაჯობებს, ვერ გაგვაჩუმებს". წერს ზურაბიშვილი საკუთარ facebook გვერდზე და ვიდეოს აზიარებს.
კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე