ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების” მეორე ტურში ბადრა გუნბამ გაიმარჯვა

აფხაზეთის ე.წ. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ე.წ. არჩევნებში აქტივობამ 70%-ს გადააჭარბა. მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში 152 საარჩევნო უბანი მოქმედებდა. ორი საარჩევნო უბანი გახსნილი იყო რუსეთში, კერძოდ, მოსკოვსა და ჩერკესკში.
ინფორმაციისთვის: ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური“ გუშინ ჩატარდა.
კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე