ხამენეი უკრაინელებს "დასავლეთის არასაიმედოობას" ახსენებს

ხამენეი უკრაინელებს "დასავლეთის არასაიმედოობას" ახსენებს. აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის საჯარო დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ თავის X-ანგარიშზე ტვიტი უკრაინულ ენაზე გამოაქვეყნა. მან აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერის იმედი "ილუზიაა" და მოუწოდა მთავრობებს, არ დაეყრდნონ აშშ-სა და ევროპას. თავის განცხადებაში ხამენეიმ გაიხსენა 2022 წელს ნათქვამი სიტყვები, როდესაც მან ხაზი გაუსვა ვაშინგტონის არასანდოობას. „დასავლეთის მხარდაჭერა მისი გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნებისადმი, მირაჟია. ყველა მთავრობამ უნდა გაიგოს ეს, განსაკუთრებით მათ, ვინც ეყრდნობა აშშ-სა და ევროპას.“ - განაცხადა ხამენეიმ და ხაზი გაუსვა უკრაინაში არსებულ ვითარებას, რაც მისი აზრით, ამის ნათელი მაგალითია. ამის შესახებ ინფორმაციას "tbilisifm935" თავის ტელეგრამ არხზე და სტატიას აქვეყნებს.