ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება X-ზე

"ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს, კონგრესს ორპარტიული მხარდაჭერისთვის და ამერიკელ ხალხს. უკრაინელები ყოველთვის აფასებდნენ ამ მხარდაჭერას, განსაკუთრებით სრულმასშტაბიანი შემოჭრის ამ სამი წლის განმავლობაში.
ამერიკის დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გადარჩენისთვის და მინდა ვაღიარო ეს. მიუხედავად მკაცრი დიალოგისა, ჩვენ ვრჩებით სტრატეგიულ პარტნიორებად. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ღირსეულები და უშუალოები ერთმანეთთან, რომ ჭეშმარიტად გვესმოდეს ჩვენი საერთო მიზნები.
ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერას. მას ომის დასრულება სურს, მაგრამ ჩვენზე მეტად მშვიდობა არავის უნდა. ჩვენ ვართ ის, ვისაც ამ ომში ცხოვრება უწევს, ეს არის ჩვენი თავისუფლებისთვის და გადარჩენისთვის ბრძოლა.
როგორც პრეზიდენტმა რეიგანმა ერთხელ თქვა, "მშვიდობა არ არის მხოლოდ ომის არარსებობა". ჩვენ ვსაუბრობთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობაზე - თავისუფლებაზე, სამართლიანობაზე და ადამიანის უფლებებზე ყველასთვის.
ცეცხლის შეწყვეტა პუტინთან არ იმუშავებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში მან ცეცხლის შეწყვეტა 25-ჯერ დაარღვია. ნამდვილი მშვიდობა ერთადერთი გამოსავალია.
ჩვენ მზად ვართ მოვაწეროთ წიაღისეულის ხელშეკრულება და ეს იქნება პირველი ნაბიჯი უსაფრთხოების გარანტიებისკენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, და ჩვენ გვჭირდება მეტი, ვიდრე ესაა. უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა საშიშია უკრაინისთვის. ჩვენ 3 წელია ვიბრძვით და უკრაინელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამერიკა ჩვენს მხარესაა" | წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.