ბათუმელები: სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა ქალს დაეცა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 40 წლამდე ქალს, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა, შენობის სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა თავზე დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბათუმელები" აქვეყნებს.

 „ბათუმელები“ თვითმხილველის ინფორმაციით წერს, რომ დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბათუმში ბოლო რამდენიმე დღე ინტენსიური თოვის შედეგად, ნახევარ მეტრზე დიდი თოვლი მოვიდა.

 

ვრცლად: "ბათუმელების" სტატია.

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA