ირმა ზავრადაშვილი - ვემსგავსებით ევროპას

"ევროპას ვემსგავსებით" - ასე პასუხობს "ოცნების" დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი პოლიტიკური ოპონენტების მასობრივად ციხეში გაშვების შესახებ დასმულ კითხვას. ზავრადაშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყანა დღეს თავისუფალი და დემოკრატიულია და კანონის უზენაესობაც უზრუნველყოფილია.
თუ ადამიანი აშავებს და კანონს არ ექვედებარება, კანონის წინააღმდეგ მიდის, სათანადო რეაგირებაც უნდა მოახდინოს შესაბამისმა სტრუქტურებმა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ვართ დემოკრატიული, თავისუფალი, სუვერენული და ვემსგავსებით ევროპას, - ამბობს ზავრადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა მიესაჯა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს.
გუშინ, 23 ივნისს, ამავე ბრალდებით 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯათ "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
ამასთან, გუშინვე 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძესაც.