ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრი აღარ იქნება - კობახიძემ ამ პოსტზე მარიამ ქვრივიშვილი წარადგინა

ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრი აღარ იქნება - კობახიძემ ამ პოსტზე მარიამ ქვრივიშვილი წარადგინა, დავითაშვილი კი ეკონომიკის საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დანიშნა

დავითაშვილი პირველი ვიცე-პრემიერისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2024 წლის 9 თებერვალს დაინიშნა. ის ღარიბაშვილის კადრად ითვლება და მისი გადადგომა დროში ემთხვევა მისი ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დაკავებას.

იქამდე კი დავითაშვილი იყო:

• 2021 წლის 12 ივლისი - 2024 წლის 8 თებერვალი - ვიცე-პრემიერი

• 2022 წლის 9 თებერვლიდან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

• 2017 წლის 15 დეკემბერი – 2022 წლის 9 თებერვალი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი

• 2016 წლის 9 სექტემბერი – 2017 წლის 15 დეკემბერი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

• 2014 წლის 5 ნოემბერი – 2016 წლის 8 სექტემბერი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

მათავარი 

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA