მუხიანში შუახნის მამაკაცს დაზიანებები მიაყენეს

მუხიანში შუახნის მამაკაცს დაზიანებები მიაყენეს.

 შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მამაკაცს თავის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული დაზიანება. არსებული ცნობებით, მას ეზოში დახვდნენ. 

მეზობლების თქმით, მათ გაიგეს, როგორ ითხოვდა კაცი დახმარებას, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო სამსახური გამოიძახეს. თავდამსხმელის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.

დაზარალებული გამოკითხვაზეა გადაყვანილი და ამბობს, რომ დაზიანებები წაქცევის შედეგად მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ითვალისწინებს.

 

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA