The Guardian: ტრამპი ამერიკული გემებისთვის, პანამის და სუეცის არხების გავლით, თავისუფალ გადაადგილებას მოითხოვს

ტრამპი ამერიკული გემებისთვის, პანამის და სუეცის არხების გავლით, თავისუფალ გადაადგილებას მოითხოვს. - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ არხები „არ იარსებებდა შეერთებული შტატების გარეშე“ და სწორედ ამიტომ, კომერციული და სამხედრო გემების გადაადგილება თავისუფალი უნდა იყოს.

გამოცემა წერს, რომ ტრამპმა უკვე სთხოვა სახელმწიფო მდივან რუბიოს, „დაუყოვნებლივ გაუმკლავდეს სიტუაციას“.

აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა მართლაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პანამის არხის მშენებლობაში, თუმცა სუეცის არხი ფრანგებმა და ეგვიპტელებმა 1859-1869 წლებში ააშენეს. 1956 წლის, ეგრეთ წოდებული სუეცის კრიზისის შემდეგ, არხი ეგვიპტის სრული კონტროლის ქვეშ დარჩა.

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA