ტრამპი და ზელენსკი რომში შეხვდნენ ერთმანეთს

უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი დღეს, 26 აპრილს, რომში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე შეხვდნენ ერთმანეთს.
ინფორმაცია, რომელიც წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა დასავლურ მედიაში, უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა დაადასტურა.
სერჰი ნიკიფოროვმა, ზელენსკის ადმინისტრაციის პრესმდივანმა განაცხადა, რომ შეხვედრა რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
ვატიკანში წყაროებზე დაყრდნობით Sky News-ი იუწყება, რომ ორი ლიდერი შეთანხმდა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე დაკრძალვის შემდეგ.
ტრამპი და ზელენსკი შეთანხმდნენ, რომ საუბარს გააგრძელებენ რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ.
წყარო: რადიო თავისუფლება
კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე