დიდთოვლობის შედეგად სამეგრელოში სახლის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა

წალენჯიხის სოფელ საჩინოში, დიდთოვლობამ სალიების მრავალშვილიანი ოჯახის სახლის სახურავი და კედლები დააზიანა. ვითარებას ადგილზე მერის მოვალეობის შემსრულებელი, ივანე ბურდული გაეცნო. მისი თქმით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Tsalenjikha Municipality შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება დაზარალებულებს ახალი სახლის აშენებაში. მანამდე კი, ოჯახის თანხმობის შემთხვევაში მერია მათ დროებით,  ალტერნატიულ საცხოვრებელში ქირით გაყვანას სთვაზობს.

 

 

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA