პოლიციელი, რომელსაც ქალის თმით თრევაში ამხელენ, გომელაურმა მის პირველ მოადგილედ დანიშნა

პოლიციელი, რომელსაც ქალის თმით თრევაში ამხელენ, გომელაურმა მის პირველ მოადგილედ დანიშნა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინსიტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, “მესხი პოლიციის პოლკოვნიკია და საპოლიციო საქმიანობის მიმართულებით 20 წლიანი სამუშაო სტაჟი გააჩნია“.

როლანდ მესხი მრავალი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ხოლო 2021 წლის ივლისიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.

როლანდ მესხი განათლებით სამართალმცოდნეა, 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

როლანდ მესხი პოლიციის პოლკოვნიკია და საპოლიციო საქმიანობის მიმართულებით 20 წლიანი სამუშაო სტაჟი გააჩნია,- წერია გავრცლებულ ინფორმაციაში.

როლანდ მესხი ის პოლიციელია, რომელმაც აქციაზე 20 წლის გოგონა თმებით ითრია. როგორც "პირველებთან" ინტერვიუში ნატა ჭიოკიძე ამბობდა, მასზე პოლიციის მაღალჩნოსანმა ტელეკამერების წინ ჯერ იძალადა, შემდეგ კი თმით ითრია. 

20 წლის სტუდენტს კარლო კაციტაძის უწყებაში განცხადება არც კი შეუტანია, რადგან ირწმუნებოდა, რომ უსამართლო საგამოძიებო უწყებები მის საქმეს, უბრალოდ, არ გამოიძიებდნენ.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო სამსახურმა არა თუ მის წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო, არამედ გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

 

წყარო: ტელეკომპანია პირველი

ფოტო: მთავარი არხი

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA