რუსეთმა კიევი დაბომბა - დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი [ვიდეო]

24 აპრილს ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს. ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე კომბინირებული იერიში განახორციელეს - თავს დაესხნენ როგორც უპილოტო საფრენი აპარატებით, ასევე ბალისტიკური რაკეტებით.

უკრაინული მედიის თანახმად, თავდასხმას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 70-ს აღემატება, მათ შორის 6 არასრულწლოვანია.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, სხვადასხვა რაიონების დაბომბვას მოჰყვა ნგრევა და ზოგან ხანძარი. მისი თქმით, საგანგებო სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ. 

"დანგრეულია საცხოვრებელ სახლები, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ძებნა გრძელდება", - თქვა ვიტალი კლიჩკომ. 

 

წყარო: ფორმულა

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA