საზოგადოებრივი მაუწყებლის მემონტაჟე-ოპერატორი გივი კიტია სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ ტექნიკისა და ტექნოლოგიების მემონტაჟეთა და გრაფიკოსთა ჯგუფის მემონტაჟე-ოპერატორი, გივი კიტიაც გააფრთხილა.

დისციპლინარული სანქციის შესახებ ბრძანებით, თინათინ ბერძენიშვილმა თანამშრომელს „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების“ გამო უსაყვედურა და 12 თვის განმავლობაში „ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში“ შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორმა, შესაძლო გათავისუფლების შესახებ მსგავსი საფუძვლით, ჯამში 8 თანამშრომელი გააფრთხილა.

ინფორმაციას მედიაჩეკერი ავრცელებს. 

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA