"ალტ-ინფოს" ახალი პარტია დაურეგისტრირეს

პროპუტინისტურ ძალას, „ალტ-ინფოს“ ახალი პარტია დაურეგისტრირეს - გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა 22 აპრილს მიიღო. 

 „კონსერვატორები საქართველოსთვის“ - ასე ქვია მოძალადეების მხარდამჭერების ახალ პარტიას. 

პარტიის რეგისტრაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში წერია, რომ გადაწყვეტილება 22 აპრილსვე უნდა ამოქმედდეს. 

უცნობია, მიიღებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას პრორუსული განწყობის მქონე პარტია. 

განაცხადი პარტიის რეგისტრაციაზე რეესტრის 27 თებერვალს გამოჩნდა, თუმცა ის ამ დრომდე თაროზე იყო შემოდებული.

წყარო: Tv Pirveli ტვ პირველი

 

 

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA