რიკოთის უღელტეხილზე ზვავი ჩამოწვა - საავტომობილო გზების დეპატრამენტის განცხადება

#რახდებაგზებზე
რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე ჩამოწოლილი ზვავის გამო მოძრაობა დროებით შეფერხებულია
რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე ჩამოწვა ზვავი, რის შედეგადაც დაზიანდა 4 ავტომანქანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
ჩამოწოლილი ზვავის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მიმდინარეობს შეფერხებით
ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის წმენდის სამუშაოები. გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება - წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფოტო: მამუკა ხორნაული
კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე