კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა გუშინ, 22 აპრილს მოხდა. 

ადგილობრივების ცნობით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა საკუთარი სახლის წინ მჯდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

წყარო: Formulaფორმულა

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA