Reuters: ლონდონში გასამართი სამშვიდობო მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება

ლონდონში დღეს გასამართი სამშვიდობო  მოლაპარაკებები, დიდი ალბათობით, წარმატებით  არ დასრულდება. 

 

დიპლომატების შეფასებით, მოსკოვსა და კიევს შორის შეთანხმების გაფორმება ამ კვირას, რაზეც ტრამპს ჰქონდა იმედი, არარეალისტურად გამოიყურება მხარეთა შორის არსებითი უთანხმოების გამო. აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, მოლოდინები საკმაოდ დაბალია, მიუხედავად მისი სურვილისა, რომ ეს შეხვედრა გადამწყვეტი გამხდარიყო.

 

ლონდონის სესია პარიზის შეხვედრის გაგრძელებაა, სადაც აშშ, უკრაინა და ევროპა მშვიდობის მიღწევის გზებს ეძებენ. ევროპელი დიპლომატები აღნიშნავენ, რომ პარიზში შეეცადნენ შეეთანხმებინათ პოზიციები და აშშ ევროპულ-უკრაინულ ხედვას მიეახლოვებინათ, თუმცა ამერიკის ზოგიერთი წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა როგორც ევროპის, ისე უკრაინისთვის, რაც უთანხმოებას კიდევ უფრო გააღრმავებს.

 

ყირიმის გარდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხია რუსეთის მოთხოვნა, რომ ევროკავშირმა მოლაპარაკებების დასრულებამდე მოხსნას სანქციები — რასაც ევროპა კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ევროპამ აშშ-ს მკაფიოდ წარუდგინა იმ მუხლების წითელი ხაზები, რომლებიც მშვიდობის შეთანხმების ფარგლებში არ წარმოადგენს მოსალაპარაკებელ თემას , რაც ამ კვირას შეთანხმების შანსებს ამცირებს.

 

 ევროპაში სულ უფრო იზრდება შეშფოთება ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობის გამო, რათა ვაშინგტონი  მოსკოვს დაუახლოვდეს მას შემდეგ, რაც  ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა წარუმატებლად დასრულდა.

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA