AXIOS: თუ უკრაინა და რუსეთი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ ტრამპი შეწყვეტს მოლაპარაკებებს

ტრამპი დატოვებს მოლაპარაკებებს ,  თუ უკრაინა და რუსეთი უახლოეს პერიოდში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

 

რა შეიძლება მიიღოს რუსეთმა „ტრამპის გეგმის“ მიხედვით:

 

 ყირიმის რუსეთის ნაწილად- დე იურე აღიარება;

დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილის კონტროლის დე ფაქტო აღიარება;

დაპირება, რომ უკრაინა არ გაწევრიანდება ნატოში;

2014 წლიდან დაწესებული სანქციების გაუქმება;

თანამშრომლობა აშშ-სთან ენერგეტიკისა და მრეწველობის სფეროში;

 

რას სთავაზობენ უკრაინას:

 

„უსაფრთხოების გარანტიები“ ქვეყნების ჯგუფისგან (აშშ-ის გარეშე);

რუსული ჯარების გაყვანა ხარკოვის ოლქის ერთი ნაწილისგან;

თავისუფალი ნავიგაცია დნეპრის მდინარეზე, რომელიც სამხრეთით ფრონტის ხაზთან გადის;

კომპენსაციები და დახმარება ქვეყნის აღდგენაში;

ზაპოროჟიეს ატომური სადგური — ფორმალურად უკრაინის მფლობელობაში, თუმცა აშშ-ის მმართველობით, ხოლო ენერგიის მიწოდება — როგორც უკრაინისთვის, ისე რუსეთისთვის.

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA