POLITICO: ალბერტ გორი ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებებს ნაცისტური გერმანიის მეთოდებს ადარებს

აშშ-ს ყოფილი ვიცე პრემიერი ალბერტ გორი ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებებს ნაცისტური გერმანიის მეთოდებს აბარებს.

სან-ფრანცისკოში კლიმატის კვირეულის ღონისძიებაზე საუბრისას, გორმა თქვა, რომ თავისი მიზნების მისაღწევად, ტრამპის გუნდი „საკუთარ ალტერნატიულ რეალობას ქმნის“.

მისი თქმით, 1930-იან და 1940-იან წლებში ნაცისტები ანალოგიურად მოქმედებდნენ.

"ჯოჯოხეთისკენ პირველი ნაბიჯი იყო სიმართლის ძალაუფლების საკითხად გადაქცევა. მათ გაანადგურეს განსხვავება სიმართლესა და ტყუილს შორის." - ამბობს გორი.

მან ასევე გააკრიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გარემოსდაცვით ინიციატივებზე უარის თქმა და დასცინა რესპუბლიკელების რიტორიკას, რომლებიც, მისი თქმით, კლიმატის კრიზისს ჩინურ გამოგონებას უწოდებენ და აცხადებენ, რომ ქვანახშირი "სუფთაა" და ქარის ტურბინები კიბოს იწვევს.

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA