შვეიცარიამ რუსულ მედიასაშუალებებს სანქციები დაუწესა

 შვეიცარიამ რვა რუსული მედიასაშუალების მიმართ სანქციები დააწესა — ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკის ფედერალური სამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვრცელდება

 

შეზღუდვები 23 აპრილიდან ამოქმედდება და შეეხება ისეთ მედიასაშუალებებს, როგორიცაა: „ლენტა.რუს“, „ზვეზდა“, „კრასნაია ზვეზდა“, „ევრაზია დეილი“, „ნიუს ფრონტი“, „საუზ ფრონტი“, „რუბალტიკ.რუს“ და სტრატეგიული კულტურის ფონდი

 

შვეიცარიის გადაწყვეტილება ევროკავშირის სანქციების მეთექვსმეტე პაკეტს მიჰყვება, რომელიც 24 თებერვალს დამტკიცდა და მოიცავდა აღნიშნული რუსული მედიასაშუალებების მაუწყებლობის აკრძალვას ევროპის ტერიტორიაზეც.

 

წყარო: Formula ფორმულა

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA