ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებს ევროპაში სანდო სავაჭრო პარტნიორებთან თანამშრომლობა სურთ

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ტრამპის მიერ ზოგადი სავაჭრო ტარიფების დაწესების შემდეგ ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებს სურთ ევროპაში სანდო სავაჭრო პარტნიორებთან თანამშრომლობა,.

ბოლო კვირების განმავლობაში ურსულა ფონ დერ ლაიენი  ესაუბრა  ისლანდიის, ახალი ზელანდიის, მალაიზიის, ფილიპინების, კანადის, ინდოეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებს, რომლებიც ეძებენ „ძლიერ და სანდო პარტნიორებს“.

მისი თქმით, ევროპის სტაბილურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს არსებული გლობალური არასტაბილურობის ფონზე. ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის მიმართ ნდობა იზრდება, განსაკუთრებით თვით ბლოკის მოქალაქეებს შორის — მან Eurobarometer-ის გამოკითხვაც მოიყვანა მაგალითად, რომლის თანახმადაც ევროკავშირის წევრობის მხარდაჭერა 74%-ს აღწევს, რაც უმაღლესი მაჩვენებელია ბოლო 40 წლის განმავლობაში.

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA