სტეფანწმინდაში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულია ორი პირი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ დაბა სტეფანწმინდაში 20 აპრილს მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი პ.ქ. (დაბ. 1992 წ.), რომელსაც ბრალად მკვლელობა ედება, და ნ.ქ. (დაბ. 1998 წ.) დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.
გამოძიებით დადგინდა, რომ პ.ქ.-მ 1979 წელს დაბადებულ გ.ხ.-ს ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე