სალომე ზურაბიშვილი: ჩვენც შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს და სოლიდარობა გამოვუცხადოთ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს.
ის საზოგადოებას ქაშვეთთან მისვლისკენ მოუწოდებს.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ქართველმა ხალხმა "სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ" მიმართულ "მართალ ბრძოლაში" ერთად უნდა გაიმარჯვოს.
აღდგომა არის კეთილის , მართალის, ტანჯულის გამარჯვების ღამე! ჩვენც შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ერთად ვიმყოფებით მართალ ბრძოლაში სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ.
ვინც როგორც შეძლებს პარლამენტთან 7 საათზე, გმირთა მოედანზე 9 საათზე, მაგრამ ყველა ერთად სანთლებით ქაშვეთთან 11 საათზე და ერთად “ქრისტე აღდგა!”
და აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერ ტანჯული, შევიწროებული, ჩაგრული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული!
ქრისტე აღდგა!" - წერს ზურაბიშვილი.