სააპელაციო სასამართლომ გელა ხასაიას სარჩელი არ დააკმაყოფილა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, გელა ხასაიას საქმეზე სააპელაციო სასამართლომ ადვოკატის სარჩელი მისი გათავისუფლებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა.
ინფორმაციას მისი ადვოკატი, თეონა ზაქარაშვილი ავრცელებს.
გელა ხასაიას საქმეზე სააპელაციო საჩივარი არ დამიკმაყოფილეს, სტანდარტულად თქვეს უარი. ვიცოდი ეს შედეგი იქნებოდა, თუმცა სადღაც მაინც მეგონა დღეებს შეამცირებდნენ.
მრავალ დღესასწაულებს დაესწარით, მაგრამ გახსოვდეთ, დღეს პოლიტიკური პატიმრები ყავს ციხეში რეჟიმს და მხოლოდ გაგიმართლათ, მათ ადგილას რომ არ ხართ.
სიჩუმე არ ზრდის თქვენი "დაუჭერლობის" შანსებს. მხოლოდ წინააღმდეგობამ და იმ ფაქტმა, რომ არ ეგუებით, შეიძლება გადაგარჩინოთ." - წერს თეონა ზაქარაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გელა ხასაიას 12 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს ხელბორკილები პირდაპირ სხდომათა დარბაზში დაადეს.
ხასაიასთავის ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას სხდომათა დარბაზში შსს-ს იურისტები ითხოვდნენ, ამტკიცებდნენ, რომ "ცვლილებისთვის" წევრისთვის ჯარიმები არასათანადო იყო.
რეჟიმი ხასაიას 31 მარტის აქციაზე პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავება, თუმცა დაცვის მხარის განმარტებით, უწყვეტ ლაივ კადრებში კარგად ჩანს, რომ ხასაია სამართალდამცველებს წინააღმდეგობას არ უწევს.
წყარო: Tv Pirveli • ტელეკომპანია პირველი