ჯო უოლსონი ეუთოს გენერალურ მდივანს საქრთველოში ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდებს

 ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო ვილსონის ოფიციალურ წერილს, რომლითაც იგი ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს მოუწოდებს – გადადოს თბილისში დაგეგმილი ვიზიტი.

„ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის ნებისმიერი სტუმრობა შეიძლება მათი ტირანული ძალაუფლების აღიარებად იქცეს. ჩვენ ქართველ ხალხს უნდა დავუდგეთ გვერდში!“ – წერს ვილსონი წერილში.

დოკუმენტში მკაფიოდ იკითხება დასავლეთის ძლიერი შეშფოთება:

— OSCE-ის შეფასებამ 2024 წლის არჩევნების პროცესი სერიოზულად დააზიანა: სამოქალაქო თავისუფლებებზე ზეწოლამ და ამომრჩევლის დაშინებამ;

— „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ახორციელებს კამპანიას ოპოზიციონერთა და მშვიდობიანი აქტივისტების წინააღმდეგ;

— პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც აძლიერებს კონტროლს უცხოურ დაფინანსებაზე და ზღუდავს სამოქალაქო სექტორისა და მედიასაშუალებების მუშაობას;

— ხელისუფლება ცდილობს, საერთაშორისო ვიზიტები საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაციის ინსტრუმენტად გამოიყენოს.

კონგრესმენი ვილსონი აფრთხილებს:

 

„თუ თქვენ განახორციელებთ ვიზიტს, ეს განიხილება როგორც მხარდაჭერა რეჟიმის მიმართ – მაშინ, როცა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები სერიოზული საფრთხის ქვეშაა.“ - წერს უილსონი.

 

წყარო: ალექს რაუფოღლუ

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA