დიდთოვლობამ წალენჯიხაში პრობლემები შექმნა

წალენჯიხაში ძლიერმა თოვამ პრობლემები შექმნა. დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი. წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ივანე ბურდულის თქმით, შესაბამისი ტექნიკა და ცოცხალი ძალა საგანგებო რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობს. იწმინდება გზები, იყრება ტექნიკური მარილი, თუმცა ძლიერი თოვის გამო ყველგან ერთდროულად მისვლა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, გზები არც ერთი მიმართულებით ამ დროისთვის ჩაკეტილი არ არის.
პარალელურად, ძლიერი თოვა გრძელდება.
კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე