ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა დამძიმდა

საქალაქო სასამართლოში დღეს ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე ჩიკვაიძე ეტლით მიიყვანეს. დაცვის მხარემ სასამართლოს რამდენიმე შუამდგომლობით მიმართა, მათ შორის მოწმეთა სიის შესახებ შუამდგომლობა, თუმცა მოსამართლე იზა კელენჯერიძემ ადვოკატის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

 

პროცესზე მყოფმა ჩიკვაიძემ მოსამართლეს უთხრა: "მკვლელობის მონაწილე ხართ, თქვენ მონაწილეობთ ჩემს მკვლელობაში". მოგვიანებით მოსამართლემ ჩიკვაიძეს გაფრთხილება მისცა, შემდეგ კი დარბაზიდან გააძევა

 

როგორც ბიზნესმენის ადვოკატი, თემურ ადონია ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე უარესდება

 

"გიორგი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. გუშინ, პენიტენციურ დაწესებულებაში მასთან საუბარი მქონდა. ადრე ვერ გრძნობდა მარცხენა ფეხს და მარცხენა თვალში არ ჰქონდა მხედველობა. ახლა პროცესი პროგრესირებს და მარჯვენა ფეხზეც უჭირს უკვე მგრძნობელობა - დასუსტებული აქვს. ასევე მარჯვენა თვალითაც მხედველობა აქვს გაუარესებული. შესაბამისად მისი მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოველდღიურად მძიმდება" | თქვა ადონიამ

 

წყარო: მთავარი არხი Mtavari arkhi

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA