"ოცნების" განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლების შეტანას გეგმავს

განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის, სწავლების შეტანას გეგმავს - ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" განათლების მინისტრი ავრცელებს.

 

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ალექსანდრე წულაძემ სასკოლო საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებთან ზოგადი განათლების ახალი ხედვა განიხილა, რა დროსაც განაცხადა, რომ სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის, სწავლების შეტანა იგეგმება.

 

"ჰუმანიტარული განათლების ხელშეწყობა კიდევ უფრო გააღრმავებს მოსწავლეებში პატრიოტულ ღირებულებებსა და ეროვნულ ფასეულობებს. შეიცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა, რაც გულისხმობს მოსწავლეებისთვის ორი მიმართულების შეთავაზებას. ერთი მხრივ, მათ საშუალება ექნებათ, სწავლა გააგრძელონ აკადემიური კუთხით და ისწავლონ მათთვის საინტერესო საკითხები ინტენსიურად; მეორე მხრივ, პროფესიული მიმართულების არჩევის შემთხვევაში, ინტეგრირებული პროგრამაზე გააგრძელონ სწავლა და ატესტატთან ერთად, პროფესიული დიპლომი მიიღონ.

 

ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით, განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო და ამ პროცესში ჩართული იქნებიან როგორც საგნობრივი ექსპერტები, მასწავლებლები და ფსიქოლოგები, ასევე, მშობლები და ყველა დაინტერესებული მხარე, რაც პროცესს მეტად გამჭვირვალესა და ინკლუზიურს გახდის. დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

წყარო: Tv Pirveli ტელეკომპანია პირველი 

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA