უკრაინის დელეგაცია პარიზში ჩავიდა მოლაპარაკებების გასამართად

 ერმაკი, სიბიჰა და უმეროვი ჩავიდნენ პარიზში, სადაც შეხვდებიან „მსურველთა კოალიციისა“ და აშშ-ს წარმომადგენლებს.

„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები გადაწყვეტილების მიმღებ და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობის მქონე სახელმწიფოების წარმომადგენლებთან, კერძოდ, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელ პირებთან“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა.

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA