ლუკა ჯაბუა: "ჩვენ გვყავს ერთადერთი მტერი და ეს რუსეთია"

სინდისის პატიმრის, ლუკა ჯაბუას, წერილი გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულებიდან.
"დღეს 9 აპრილია, საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავდროულად, საამაყო დღე. სამწუხაროა, რომ დღესაც, როგორც მაშინ, 1989 წელს, გვიწევს იგივე ბრძოლის გამოვლა, ბრძოლის, რომელიც ჩვენმა გმირებმა გამოიარეს. სამწუხაროდ, დღესაც გვიწევს დავსვათ კითხვა, თუ ვინ არის მტერი. ჩვენ გვყვავს ერთადერთი მტერი და ეს რუსეთია, რომელმაც საქართველოში დაიწყო ომი.
მაშინ, როგორც ახლა, ცრუ საინფორმაციო საშუალებები, ცრუ, მოღალატე პოლიტიკოსები, გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებმაც სამშობლო ყველაფრის ფასად დაიცვეს, უწოდებდნენ რადიკალებს, მოღალატეებსა და მართულებს. ჩვენ, ყველანი, ვალდებულები ვართ, 9 აპრილის გმირების წინაშე, რომ ჩვენი სამშობლო ყველაფრის ფასად დავიცვათ და მჯერა, რომ ამას შევძლებთ.
9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან დღეს და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ ჩვენ, ვიცავთ მათ მონაპოვარს.
მიყვარხართ! მეამაყებით!"
წერილი დაგვიანებით გამოიტანეს ციხიდან.
წყარო: TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი