თბილისში, მეორე დღეა, ორ დაკარგულ ბავშვს ეძებენ

თბილისში, მეორე დღეა, ორ დაკარგულ ბავშვს ეძებენ. ამის შესახებ ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.
მათი ინფორმაციით, ბავშვები 31-ე საჯარო სკოლიდან გავიდნენ და სახლში არ დაბრუნებულან.
"გუშინ 14:00 საათის შემდეგ დაკარგულია მეექვსე კლასელი ბავშვი (ილიას კლასელი) - 31-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან. გააზიარეთ თუ ვინმე ხართ ჩუღურეთის, ავლაბრის და ნაძალადევის ჯგუფებში! ბარბარე ლაფაჩი. სკოლიდან სახლში არ დაბრუნებულა. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ფოტოს და დაუყონებლივ დამიკავშირდით," - წერს ახლობელი.
"თეკლა დაიკარგა. თუ სადმე ნახეთ მომწერეთ გთხოვთ", - წერს მეორე დაკარგული ბავშვის ახლობელი.
წყარო: ფორმულა
კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე