გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მივიდა

გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მივიდა.
უფრო ადრე, გიორგი გახარიას 12:00 საათზე, როცა კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული, ბრიფინგი ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა ის გაუქმდა. გახარია ე.წ საგამოძიებო კომისიაზე 20 ივნისთან დაკავშირებით არის დაბარებული. მაშინ ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. ამ წუთებში ის სწორედ 20 ივნისის საკითხებზე პასუხობს კითხვებს, მათ შორის მოქალაქეების დარბევის, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირის, წყლის ჭავლის და რეზინის ტყვიების გამოყენების ეპიზოდებზე. მისი თქმით, მას და მის მოადგილეებს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუციათ.
კითხვაზე, თუ ვინ გასცა ბრძანება, პასუხი ბუნდოვანია. მისივე განმარტებით, ეს იყო მოგერიების ნაწილი. გახარია ასევე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გაიგო რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ, მოადგილეებს გადასცა ბრძანება, რომ შეწყვეტილ ყოფილიყო ტყვიების გამოყენება, იმ მომენტამდე, თუ რომელიმე მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრებოდა.
გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება. ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრები კითხვებს სხვა და სხვა ეპიზოდზე უსვამენ.