ნიუ-იორკში ვერტმფრენი ჩამოვარდა - ბორტზე მყოფი 6-ივე ადამიანი დაიღუპა [ვიდეო]

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მდინარე ჰუდსონში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 6-ივე ადამიანი დაიღუპა.

ვერტმფრენში პილოტი, ორი ზრდასრული და სამი ბავშვი იმყოფებოდა.

ოფიციალური პირების თქმით, ბორტზე მყოფი პირები ამერიკის შეერთბულ შტატებში ესპანეთიდან ჩამოსული ოჯახი იყო, რომლებიც აშშ-ში ტურისტული ვიზიტით მიემზავრებოდნენ.

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკომუნიკაციო ჯგუფის განცხადებით, ნიუ-იორკის ესპანეთის საკონსულო ეკონტაქტება ხელისუფლებას, რათა შეაგროვოს და დაადასტუროს ინფორმაცია ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ადამიანების ვინაობა.

Bell 206 ვერტმფრენი დღეს მეექვსე რეისს ასრულებდა. წყაროების ცნობით, ჩამოვარდნილი ვერტმფრენი ჰადსონის მდინარეში, ნიუ-ჯერსის მხარეს ამოტრიალებულ მდგომარეობაში იპოვეს.

 

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA