ოლიგარქის სასამართლომ გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა

აქციების დროს დაკავებული ექიმი, გიორგი ახობაძე, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ პატიმრობაში დატოვა.
დღეს გიორგი ახობაძე სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და პროკურორ შმაგი გობეჯიშვილს ჰკითხა, რატომ არ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება „ჯიბეში აკრძალული ნივთიერების მოთავსების შესახებ" მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.
ექიმი გიორგი ახობაძე 8 დეკემბრის ღამეს დააკავეს, როცა საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. მას ბრალად „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა" წარუდგინეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი ახობაძეს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე