"ნანუკას ფონდი" დააყადაღეს

"ნანუკას ფონდი"დააყადაღეს, ფაქტს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება:
"ბანკში მეუბნებიან რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა დაყადაღება.
თან დაყადაღებულია დაუყონებლივი მექანიზმით.
ვრეკავ საქალაქო სასამართლოში, მეუბნებიან რომ დავრეკო სააღსრულებო ბიუროში.
ვრეკავ ამ უკანასკნელში და მეუბნებიან, რომ მათგან ფონდის დაყადაღების მოთხოვნა არსად არ გაგზავნილა.
დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები მიპასუხეს, ჩვენი გვერდის ავლით, სასამართლომ პირდაპირი გზით მოითხოვა ყადაღის დადება"-წერს ის.
უფრო ადრე კი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი ფონდის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით.
"მეგობრებო, როცა იხურება ერთი კარი, აუცილებლად იღება მეორე
არანაირი პანიკა, არანაირი უიმედობა!
პირიქით, საინტერესო ფაზაში გადავდივართ და პატიმრებთან აღებულ პირობას შევასრულებთ ბოლომდე!
მოვიფიქრებთ სხვა გზებს, როგორ დავეხმაროთ ბიჭებს !
ქოცებს რომ ეგონათ შეგვაშინებდნენ, ბრძოლის ახალი ძალებით დაგვტენეს."
ასევე სხვადასხვა ფონდების დაყადაღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება ჯგუფ "დაიტოვე"-ში