ქედაში ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქედაში, სოფელ ცხმორისში, ავარიას ერთი ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ. ავარიის შედეგად „ბათუმელებისთვის“ სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი.
დაახლოებით 2 საათის წინ ცხმორისის გზაზე ერთმანეთს სამარშრუტო მიკროავტობუსი და „მინივენი“ შეეჯახა. შეჯახების შედეგად სამარშრუტო მიკროავტობუსი გადაყირავდა.
ადგილზე მუშაობს სამაშველო სამსახური და პოლიცია.
„ბათუმელების“ ინფორმაციით დაახლოებით 7 ადამიანია დაშავებული. უცნობია რამდენი დაშავებულია კლინიკაში გადაყვანილი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე