თბილისში 21 წლის ახალგაზრდა მოკლეს

თბილისში 21 წლის ახალგაზრდა, გიორგი ახალაია მოკლეს.May be a black-and-white image of 1 person, beard and eyeglasses

მკვლელობა 16 მარტს, გვიან ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღითაა მოკლული. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ქუჩაში გაგრძელდა.

დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.

გიორგი ახალაია მოკრივე იყო. ის 16 მარტს გახდა 21 წლის.

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA