მტკვარში ავტომობილი გადავარდა - ბოლო ათ დღეში ეს უკვე მესამე შემთხვევაა

16 მარტის ღამეს, მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გამოცემა პუბლიკას აცნობა, რომ ავტომობილში მყოფი ადამიანი მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს.

ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.

ამ კვირაში, მეტეხის ხიდიდან მანქანის გადავარდნის მესამე ფაქტი დაფიქსირდა.

პირველ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეორე შემთხვევის დროს, მაშველებმა მდინარე მტკვარიდან მანქანის მძღოლი უვნებლად ამოიყვანეს.

ავტორი: მარიკა ბიგვავა

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA